Friday, December 14, 2012

ჯგუფური მუშაობის პროექტი


ჯგუფური    მუშაობის   პროექტი  –   მასწავლებელი   ნაირა   პატარკაციშვილი                                                          მეხუთე   კლასი    მათემატიკა
მომზადება:    ვაცნობ  მოსწავლეებს პროექტის მიზანს, კერძოდ, წილადებზე მოქმედებებსა და წილადის თვისებათა გამოყენებაზე პრაქტიკაში. გახსენების მიზნით კიდევ ერთხელ ვსვავ კითხვებს წილადის შეკრებასა და წილადის თვისებათა შესახებ. იმ საკითხის გახსენების შემდეგ, რომელიც სჭირდებათ მოსწავლეებს, ვაყალიბებთ პროექტის
მიზანს:  პრაქტიკული ამოცანების განხილვით მოსწავლეები გაიწაფონ წილადებზე მოქმედებებში და დარწმუნდნენ წილადების თვისებათა ცოდნის დიდ პრაქტიკულ საქმიანობაში.
დაგეგმვა:  კლასს ვყოფ  4 ჯგუფად. მივცემ თითოეულ ჯგუფს დავალებას, გაარჩიონ 1, 2 და 3 ამოცანის ამოხსნები და ახსნან გამოყენებული ხერხები. თვითონაც მოიფიქრონ ანალოგიური არატრივიალური ამოცანები.   თვალსაჩინოებისათვის  გამოიყენონ  ზონარი.
დროის  ლიმიტი  დავიცვათ  ამისთვის: დავალება 1 – 5 წთ, დავალება 2 –10 წთ, დავალება 3 – 15 წთ, პრეზენტაცია
ამოცანებს ჯგუფი ირჩევს კენჭისყრით.
1.      რიცხვით სხივზე ერთეულოვან მონაკვეთად 1 დმ სიგრძის მონაკვეთია შერჩეული. A წერტილი შეესაბამება ½,  B წერტილი – 2/3–ს. ვიპოვოთ  A B მონაკვეთის სიგრძე.
     ტატომ ეს ამოცანა ასე ამოხსნა:  მიიყვანა  ერთნაირ მნიშვნელამდე და რიცხვით სხივზე მონიშნა წერტილები შემდეგი თანმიმდევრობით:1/6, 2/6, 3/6, 4/6, 5/6, 6/6   მაშინ  მიიღო A B=1/6 დმ.
2.      ნუცას 4/5 მ სიგრძის ზონრიდან ½მ–ის ჩამოჭრა სურდა. მან შუაზე სამჯერ გადაკეცვით ზონარი 8 ტოლ ნაწილად გაყო და 5 ნაწილი ჩამოაჭრა. მიიღო თუ არა ნუცამ სასურველი შედეგი?  პასუხი დაასაბუთეთ.  მითითება გაითვალისწინეთ, რო 4/5=8/10
3.      ვთქვათ, თქვენ გაქვთ X  მ სიგრძის თოკი და გჭირდებათ ½ მ. სიგრძის ნაწილის ჩამოჭრა. როგორ გააკეთებთ ამას უსახაზავოდ შემდეგ შემთხვევებში ა) X=2/3, ბ)  X=4/3, გ)  X =8/9, დ) X=7/9  გაარჩიეთ მიღებული ამოხსნები.
მოსწავლეები იწყებენ კვლევას და წყვეტენ შუალედურ ამოცანებს.
შედეგები და დასკვნები:  მოსწავლეები ანალიზებენ მიღებულ ინფორმაციას თეორიიდან და აყალიბებენ კვლევის შედეგებს.
შედეგების წარმოდგენის ფორმაა :  წერითი  ანგარიში, მოდელის წარმოდგენა. მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად ვმსჯელობთ პროექტის ირგვლივ.
შედეგის შეფასება: მონაწილეობენ მოსწავლეები, მსჯელობენ და ახდენენ თვითშეფასებას. ვეხმარები მოსწავლეებს საქმიანობაში, შესაძლებლობათა შეფასებაში. მოსწავლეები აანალიზებენ წარმოდგენილი ანგარიშის ხარისხს.   მოსწავლეებთან შეთანხმებული რუბრიკის შესაბამისად,  ვაფასებ პროექტის განხორციელებასა და მიღწეულ შედეგებს.
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი http://patarkacisvili.blogspot.com/